შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ვაჩნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სამხედრო-საარტილერიო სასწავლებელი; პოლონეთის სამხედრო აკადემია 1923 წელს. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). 1915 წელს მიენიჭა რუსეთის არმიის მაიორის წოდება. რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის (1921, თებერვალი-მარტი) შემდეგ ნიკოლოზ ვაჩნაძე იყო პოლიტიკური ემიგრანტი. იყო პოლონეთის ეროვნული არმიის პოდპოლკოვნიკი (1931), II მსოფლიო ომის (1939-1945) დროს მედლინგის გარნიზონის უფროსი. გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის(1939) შემდეგ იგი ტყვედ ჩავარდა და მალევე გარდაიცვალა ლუკენვალდის (გერმანია) საავადმყოფოში. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ორი ჯვრით, პოლონეთის რამდენიმე საბრძოლო ჯილდოთი, მათ შორის უმაღლესი ორდენით-"ვირტუტი მილიტარი" (მხედრული მამაცობისათვის). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის პოლკოვნიკი (1919). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.211 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |