შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ სეფიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1975 წელს (ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანები), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1985 წელს (საკომპოზიციო). 1968 წლიდან მუშაობდა თბილისის ფარმაცევტულ ქარხანაში ინჟინრად და თანამშრომლობდა ქარხნის ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლთან "მელოდია"; ამ ანსამბლისთვის დაწერა სიმღერა "სიყვარულის სანთლები", რომელმაც კვარტეტ "თბილისის" შესრულებით დიდი პოპულარობა მოიპოვა; 1972 წელს ი. სოხაძის საავტორო კონცერტზე წარმატებით შესრულდა მისი 12 სიმღერა; 1978-1986წწ. მუშაობდა საქტელერადიოს კორესპონდენტად, იყო ტელე-რადიო გადაცემების ავტორი და წამყვანი; განსაკუთრებით პოპულარული იყო გადაცემა "შეხვედრები მიკროფონთან"(1972-1986); 1979 წელს გამოვიდა მისი სიმღერების ორი ალბომი მ. ფოცხიშვილის ლექსებზე(ანსამბლ "ორიონის" შესრულებით); 1986-1987წწ. მუშაობდა მხატვრული აღზრდის სახლის ხელმძღვანელად; 1991 წელს იყო საქართველოს პროფკავშირების კულტურის განყოფილების კომისიის თავმჯდომარე; 1991 წელს აღადგინა საქართველოს კულტურის მოღვაწეთა პროფკავშირი და იყო მისი თავმჯდომარე; 1995 წელს საქართველოს კულტურის, 2001 წელს რუსეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში განვითარებულ ტრაგედიას მიუძღვნა სიმღერა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები"(მ. ფოცხიშვილის ლექსი), რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა(შეასრულა ქართული ესტრადის 62-მა მომღერალმა); არის არაერთი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად, ჯემალ სეფიაშვილი 1998 წლის საუკეთესო საზოგადო მოღვაწეთა ათეულში დასახელდა. საესტრადო ჟანრის კომპოზიტორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 427; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.57; რადიო "ფორტუნა": fortuna.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |