The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია სიმონიშვილი

მზია სიმონიშვილი
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1965
გარდაცვ. თარიღი:19 მაისი, 2013  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვენა
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1989 წელს (საფორტეპიანო).

სწავლის პერიოდშივე გამოდიოდა საქართველოს ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ჯ. კახიძის დირიჟორობით, აგრეთვე მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ერევანში; 1990 წლიდან მონაწილეობდა ფესტივალებში (ფინეთი, ჰოლანდია), მიიღო მიწვევები და გამართა სოლო კონცერტები ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და იტალიაში (ლა სკალას სცენაზე); ამავე წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, პარალელურად ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფესორ ვ. შიუკაშვილის ასისტენტი; 1992 წელს შედგა მისი დებიუტი შვეიცარიაში; 1993 წელს სწავლა განაგრძო ვენის Hohschsule-ში, პედაგოგი პ. ბადურა-სკოდა; ხშირად მართავდა კონცერტებს ევროპის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში; 2004 წლიდან მართავდა საქველმოქმედო კონცერტებს ქართველი ბავშვების დასახმარებლად; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 432; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.74

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარება - პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საკონცერტო მოღვაწეობისათვის
  • 1998 - მონაკოს კონკურსი, საპატიო დიპლომი და I პრემია
  • 1994 - ბუზონის სახელობის კონკურსი, I პრემია (ბოლცანო, იტალია)
  • 1980 - საქართველოს ეროვნული კონკურსი
  • ფორტეპიანოს სახალხო ოსტატები, I პრემია (მონტე-კარლო, საფრანგეთი)
  • მენდელსონის სახელობის კონკურსი, I პრემია (ჰამბურგი, გერმანია)

გააზიარე: