შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ვეზირიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1961 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1978 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ხელმძღვანელობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ევროპული აკადემიის საქართველოს ფილიალს. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა ენერგოდამზოგავი პროგრესული ტექნოლოგიების დამუშავება, განახლებადი ენერგორესურსების ეფექტური გამოყენებისათვის დანადგარების შექმნა და ეკოლოგიური სისტემის დაცვის კომპლექსური სქემების დანერგვა. გამოქვეყნებული აქვს 18 მონოგრაფია და 9 სახელმძღვანელო. არის 7 გამოგონების ავტორი. 1974 წელს ოთარ ვეზირიშვილმა ვ. გომელაურთან ერთად შექმნა საბჭოთა კავშირში პირველი თბური ტუმბო, რომელიც დაინერგა სამტრედიის ჩაის ფაბრიკაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბოენერგეტიკული დანადგარების სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი. 200-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 18 მონოგრაფიისა და 7 გამოგონების ავტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 9 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1987), ენერგეტიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.236; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 127-128 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |