The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯოვანი სკუდიერი

Date of birth:1817
Date of death:5 June, 1851  (at 34 years)
Burial location:თბილისი
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. პადუა, იტალია.

დამთავრა ქ. პადუას უმაღლესი საიმპერატორო-სამეფო სასწავლებელი 1831 წელს.

1837 წელს გაემგზავრა რუსეთში, მუშაობდა ქ. ოდესაში; 1846 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა, ვორონცოვმა გადმოიყვანა თბილისში და დანიშნა საქალაქო ხუროთმოძღვრის მოვალეობის შემსრულებლად; 1847 წლიდან იყო მეფისნაცვლის კანცელარიის საკარანტინო ნაწილის არქიტექტორი; სკუდიერი ძირითადად იმ დროს რუსეთის იმპერიაში გავრცელებულ ისტორიულ სტილში მუშაობდა: იტალიური რენესანსი, ბაროკო, რუსული კლასიციზმი; მისი პროექტით აშენდა ყოფილი ვორონცოვის(იგივე მიხეილის, შემდეგ მშრალი ხიდი) ხიდი, ქარვასლის შენობა(მაშინდელი ერევნის, შემდეგ თავისუფლების მოედანი), "სამხედრო ტაძარი"(მდებარეობდა რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, საქართველოს გასაბჭოების დროს ააფეთქეს); სკუდიერის პროექტით თბილისში აშენდა და 1851 წლის 9 ნოემბერს გაიხსნა ოპერის თეატრი - პირველი ოპერის თეატრი საქართველოსა და მთლიანად ამიერკავკასიაში, შენობა მონუმენტური მასშტაბის, შესრულებული იტალიური რენესანსის სტილში, იმ დროინდელ თბილისში ერთ–ერთ საუკეთესო ნაგებობას წარმოადგენდა; საპრემიერო სპექტაკლი იყო იტალიელი კომპოზიტორის, გაეტანო დონიცეტის ოპერა"ლუჩია დი ლამერმური"; რუსეთში მას მოიხსენიებდნენ ივან ბორისოვიჩის სახელით; სკუდიერი დაიღუპა ხარაჩოზე თბილისში, სამხედრო ტაძრის მშენებლობის დროს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 434



Share: