შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ონიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სასაში, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა - მევენახეობის ფაკულტეტი 1954 წელს. 1970-1974წწ. იყო აგროქიმიის მომსახურების საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი; 1974 წლიდან - საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. დაამუშავა ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საკითხები, შეისწავლა სასუქების გავლენა ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო კულტურის პროდუქციის ხარისხზე და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აგროქიმიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1981). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.710; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.273; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.293 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |