შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა სალუქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ასწავლიდა ფრანგულ ენას თბილისის 23-ე საშუალო სკოლაში. ლექსების წერა 6 წლის ასაკიდან დაიწყო; 1975 წლიდან ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას. 4 პიესა მის სიცოცხლეშივე დაიდგა სახელმწიფო აკადემიური თეატრების სცენებზე; 1992 წელს საქართველოში დაარსებული ლიტერატურული "პენკლუბის" ერთ-ერთი დამფუძნებელი; თარგმნა ჰიუგოს, კოპიეს, ნერვალის, ლეკონტ დე ლილის, ვერლენის, რემბოს ლექსები. ლიტერატურული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობასაც. მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიო დეპარტამენტში როგორც რედაქტორად, ასევე რეჟოსორად და გადაცემის წამყვანად; შემდეგ დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეში", კინოსტუდია "ქართულ ფილმში";1993 წელს მისი იდეით შეიქმნა ორიგინალური ფორმის გაზეთი-კალენდარი "ორიონი". სიცოცხლის ბოლო წლებში იყო დამოუკიდებელი საინფორმაციო-სარეკლამო სტუდია "რენესანსის" ხელმძღვანელი. გადამღებ ჯგუფთან ერთად მოიარა მთელი საქართველო და გადაიღო დოკუმენტური ფილმი საქართველოს სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და სამეცნიერო პოტენციალის შესახებ. ფილმს უწოდა "არჩევანი". 1978 წელს მთავარი როლი ითამაშა რეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმში "მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა". პოეტ ანზორ სალუქვაძისა და კომპოზიტორ ინოლა გურგულიას შვილი. წყარო: karibche.ambebi.ge; წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.277- ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |