შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეო ფილფანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1958 წელს. მუშაობდა მსახიობად სოხუმის თეატრში; 1973 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1955 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. გადაღებულია ფილმებში: "ცისკარა" (1955), "ჩვენი ეზო" (1956), "ალავერდობა" (მთიელი, 1962), "ხევსურული ბალადა" (თორღვაი, 1965), "მთვარის მოტაცება" (ჯამლეტ ტარბა, 1973), "დაუვიწყარი დღე" (ბიჭების მამა, 1977), "დაბრუნება" (1977), "დათა თუთაშხია" (ბოდღო ყვალთავა, 1978), "ბეღურების გადაფრენა" (1980), "მარადისობის კანონი" (მანუჩარ კიკვაძე, 1982), "ექვსი თოვლიანი დღე" (1986), "უძინართა მზე" (1992), "წითელი პატეფონი" (1995) და სხვ. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |