შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ძიძიგური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1956-1959 წწ. და 1964-1969 წწ. საქართველოს ტელევიზიის ხელმძღვანელი; 1959 წელს კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი; შემდეგ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე; 1962 წელს ჟურნალ "დროშის" მთავარი რედაქტორი; 1969 წლიდან სახელმწიფო კინოკომიტეტის თვმჯდომარის პირველი მოადგილე; მომდევნო წელს ისევ კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი; 1974-1984წწ. სახკინოს თავმჯდომარის მოადგილე, კინოალმანახ "კინოს" მთავარი რედაქტორი. მისი ინიციატვითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა რადიოკომიტეტის ხმის ჩამწერი ოქროს ფონდი; 1984-1991 წწ. და 1992-1997 წწ. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. სცენარის ავტორია ფილმის: "სიმღერით ცხოვრებაში..." (დოკუმენტური, 1964). დაჯილდოებული იყო ორდენებით, მედლებითა და სიგელებით. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი : nplg.gov.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.385; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.192 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |