შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ჭუბაბრია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 1954-1957წწ.; 1957-1964წწ. სწავლა განაგრძო მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტზე. 1977 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "თეთრი თორღვაი" (დოკუმენტური, 1969), "თეთრი ზღაპარი"(დოკუმენტური, 1972), "ცეცხლში ნაწრთობნი" (დოკუმენტური, 1977), "ჩუქურთმის საგალობელი" (დოკუმენტური, 1987), "ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში" (დოკუმენტური, 1989), "რწმენის აღორძინება" (დოკუმენტური, 1997), "გაფითრებული თებერვლის ლანდი (მარო მაყაშვილი)" (დოკუმენტური, 2005) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "თეთრი ზღაპარი" (დოკუმენტური, 1972), "ჩუქურთმის საგალობელი" (დოკუმენტური, 1987), "რწმენის აღორძინება" (დოკუმენტური, 1997), "გაფითრებული თებერვლის ლანდი (მარო მაყაშვილი)" (დოკუმენტური, 2005); დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "თეთრი თორღვაი" (დოკუმენტური, 1969) "თეთრი ზღაპარი" (დოკუმენტური, 1972), "ცეცხლში ნაწრთობნი" (დოკუმენტური, 1977), "ჩუქურთმის საგალობელი" (დოკუმენტური, 1987), "ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში" (დოკუმენტური, 1989) და სხვ. მიღებული აქვს ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია (1983). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; ქართული კინო : ყველაფერი ქართული კინოს შესახებ: georgian-cinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.112 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |