შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ლოლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. 1972 წ-დან შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი. გამოიკვლია V-XVIIIსს. ქართული ლიტერატურისა და ფილოსოფიური აზრის ისტორიული საკითხები. მისი ნაშრომებია: "ძველი ქართველი მეხოტბენი" (I-II, 1957-64), "არეოპაგიტიკის პრობლემები" (1972), "ფსევდოდიონისესა და პეტრე იბერიელის იდენტურობის პრობლემა ქართულ და ევროპულ მეცნიერებაში" (1973), "არსენ იყალთოელი" (1978). 1968 წელს გამოსცა იოანე პეტრიწის "სათნოებათა კიბე" ვრცელი გამოკვლევებითა და კომენტარებით. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1973). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.283; წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.408-409 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |