შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლერი პაქსაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1957 წელს; საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1965წწ. მთავარ რეჟისორად მუშაობდა ოზურგეთის, 1965-1967წწ. - თელავის, 1967-1971წწ. სოხუმის (ქართული დასი), 1971-1973წწ. თბილისის ა. გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო თეატრებში; 1973-1974წწ. დამდგმელ რეჟისორად რუსთავის, 1974-1979წწ. თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 1979 წელს მისი ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით თბილისში დაარსდა სახელმწიფო დრამატული თეატრი (ამჟამად ს. ახმეტელის სახელობის); 1979-1986წწ. იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი; 1986-1989წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი რეჟისორი იყო; 1989-1990წწ. კი თბილისის კონსერვატორიასთან არსებული საოპერო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი რეჟისორული ინდივიდუალობა გამოირჩევა ნაწარმოების მკვეთრი ფორმის წარმოჩენით, მეტყველი მიზანსცენებით, დაძაბული რიტმით, ემოციურობით; 1992 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.731-32 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |