The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლერი პაქსაშვილი

ლერი პაქსაშვილი
Date of birth:1935
Date of death:6 August, 2002  (at 67 years)
Category:Filmmaker

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1957 წელს; საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1965წწ. მთავარ რეჟისორად მუშაობდა ოზურგეთის, 1965-1967წწ. - თელავის, 1967-1971წწ.  სოხუმის (ქართული დასი), 1971-1973წწ.  თბილისის ა. გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო თეატრებში; 1973-1974წწ.  დამდგმელ რეჟისორად რუსთავის, 1974-1979წწ. თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 1979 წელს მისი ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით თბილისში დაარსდა სახელმწიფო დრამატული თეატრი (ამჟამად ს. ახმეტელის სახელობის); 1979-1986წწ. იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი; 1986-1989წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი რეჟისორი იყო; 1989-1990წწ. კი თბილისის კონსერვატორიასთან არსებული საოპერო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი რეჟისორული ინდივიდუალობა გამოირჩევა ნაწარმოების მკვეთრი ფორმის წარმოჩენით, მეტყველი მიზანსცენებით, დაძაბული რიტმით, ემოციურობით; 1992 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.731-32

Awards and Honors

  • 1971 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: