The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არიადნა შენგელაია

არიადნა შენგელაია
ოფიციალური სახელი:არიადნა შპრინკი
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტაშკენტი, უზბეკეთი.

დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მოსკოვის ლენინური კომკავშირის სახ. თეატრში, ხოლო შემდგომ წლებში თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობად. 1957 წლიდან იღებენ კინოში. 1960 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმის" მსახიობია. 1980 წლიდან მაქსიმ გორკის სახელობის კინოსტუდიის მსახიობია. გადაღებულია ფილმებში: ირინე ("ეკატერინე ვორონინა"), ზინა ("ფორტუნა"), ეჟენი ("ეჟენ გრანდე"), ლენა ("ფრთხილად ბებია"), მანოლი ("ენგურის ნაპირებზე", 1961), რეგინა მაიერი ("შეშლილთა სამსჯავრო"), მარია ("თეთრი ქარავანი", 1963), ვერა ნიკოლაევნა ("ძოწის სამაჯური"), ჟანეტა ("წელიწადი - როგორც ცხოვრება"), გრაფინია ("გასროლა"),  გენერლის მეუღლე ("არ დაიდარდო!", 1968), ბრიკი კოლმანი ("დრო იწურება განთიადისას"), ირინა ("ვარდნის წელი"), კაროლინა ("სიყვარულის ცრემლები"), საიდა ("მთავარი ინტერვიუ"), დედა ("და მაშინ ვთქვი - არა"), ხოსეფა (გოია, ანუ ცხოვრების რთული გზა"), მარგალიტა ("შერეკილები", 1973), "მთვარის მოტაცება" (კაროლინა, 1973), "მიზანი" (1980), მალიკა ("პროფესია გამომძიებელი", 1982), "ჯადოსნური პორტრეტი" (1997), "გლეხის გოგო" (1999) და სხვ. არიადნა შენგელაიას მიერ შექმნილი თეატრალური სახეებიდან აღსანიშნავია : ანა (გუდრიჩის და ჰაკეტის "ანა ფრანკის დღიური"), კლეოპატრა (ბ. შოუს "კეისარი და კლეოპატრა"), მარია (ე. ჰემინგუეის "მშვიდობით იარაღო"), ლარისა ( ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), მილედი (ა. დიუმას "სამი მუშკეტერი"), ბარონესა (მ. გორინის"'შემწვარი იხვის გაფრენა"), მატილდა (ფ. დიურენმატის "ფიზიკოსები") და სხვა. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა მსახიობის ოსტატობას და მეტყველებას. 2020 წლის 13 იანვარს კინოთეატრ "რუსთაველის" წინ გაიხსნა ა. შენგელაიას სახელობის ვარსკვლავი. 

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geintermedia.ge2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.6

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - ღირსების ორდენი
    ქართული კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 2000 - რუსეთის სახალხო არტისტი
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1969 - კიევის საკავშირო კინოფესტივალი
    I პრემია ტატიანა ლარინას როლის შესრულებისთვის ფილმში "ევგენი ონეგენი"

გააზიარე: