შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ზამბახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1936–1941 წწ. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. 1941–1944 წწ. იყო საქართველოს სსრ წყალთა მეურნეობის სახალხო კომისარი, 1944–1948 წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მრეწველობის განყოფილების გამგე, ხელმძღვანელობდა დედაქალაქის ღირსშესანიშნაობად ქცეული მრავალი სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტის აგებას; 1954-1956 წწ. იყო საქართველოს სსრ სამშენებლო მასალების მრეწველობის მინისტრი; 1956-1958 წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მუდმივი წარმომადგენელი მოსკოვში. ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ჰიდრავლიკის დარგში. მის მიერ საფუძვლიანადაა შესწავლილი და გადაჭრილი წყლის ნაკადისა და მდინარეთა გამრუდებულ მონაკვეთზე მყარი სხეულების მოძრაობის პრობლემა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფოთში ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს. ჰიდროტექნიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.304; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.74-75 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |