The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იულია ფალიაშვილი

იულია ფალიაშვილი
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1917
გარდაცვ. თარიღი:14 სექტემბერი, 1995  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რიაზანი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1941 წელს (ვოკალური).

1941–1968წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი (ლირიკულ–კოლორატურული სოპრანო); დებიუტი: როზინა (როსინი "სევილიელი დალაქი", 1941); 1961 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1990 წლიდან პროფესორი; მოწაფეები: ი. ალიბეგაშვილი, ლ. კალმახელიძე, მ. სარალიძე, ნ. ქავთარაშვილი; ქართული რეპერტუარი: მარეხი, მარო, ლატავრა(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), ქეთო (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ცირა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი", 1945), თინათინი (შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა", 1946, პრემიერა), პირიმზისა (ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი", 1946, პრემიერა), თინა (ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები", 1950, პრემიერა), წითელქუდა, მელია (ვ. გოკიელი "წითელქუდა", 1958, პრემიერა), მარინე–ჭრიჭინა (ა. შავერზაშვილი "მარინე", 1950); სხვა რეპერტუარი: როზინა(როსინი "სევილიელი დალაქი"), ვიოლეტა, ჯილდა(ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო"), მიუზეტა (პუჩინი "ბოჰემა"), პერიკოლა, ოლიმპია (ოფენბახი "პერიკოლა", "ჰოფმანის ზღაპრები"), არსენი (ი. შტრაუსი "ბოშათა ბარონი").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 459

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: