The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ზამთარაძე

აკაკი ზამთარაძე
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1919
გარდაცვ. თარიღი:23 აპრილი, 1991  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა ეწერი, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა სამტრედიის რკინიგზის სახელოსნო სასწავლებელი 1934 წელს, ლენინგრადის მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო სასწავლებელი 1939 წელს, იქვე-სამხედრო-სატრანსპორტო აკადემია 1954 წელს. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს მონაწილეობდა ლენინგრადის დაცვაში. 1943–1945 წლებში მეთაურობდა I გვარდიული რკინიგზის სამშენებლო ბრიგადის ასეულს სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთ უკრაინის III, ბელორუსიის I ფრონტებზე. 1959–1963 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში დივიზიის მეთაურის მოადგილედ. 1963–1976 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამხედრო კათედრის უფროსი. მიღებული აქვს საბრძოლო ორდენები და მედლები. გენერალ-მაიორი (1970).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.305


გააზიარე: