შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტრიფონ რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის საფერშლო სასწავლებელი 1893 წელს. მუშაობდა ფერშლად საქართველოს სხვადასხვა დაბასა და სოფელში. 1899 წელს გადმოვიდა თბილისში; მუშაობდა დიდუბის სამკურნალოში (გორის ქუჩაზე), შემდეგ - სულით ავადმყოფთა თავშესაფარში (კოჯრის ქუჩაზე); ამავე დროს დაიწყო ლიტერატურულ მოღვაწეობაც - მისი მოთხრობები ("ოტოლა", "მიტრო ჭედიაშვილი", "ერთგული დედა", "ვიკენტიჩი" და სხვა.) იბეჭდებოდა გაზეთ "ივერიასა" და ჟურნალ "კვალში"; ერთდროულად თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიაში", აქ გამოაქვეყნა თავისი პირველი პიესები: "მეზობლები" (1904, ვალერიან გუნიას ინიციატივით 1905 წელს დაიდგა სახაზინო და არტისტული თეატრების, აგრეთვე რკინიგზელთა სახ. თეატრის სცენაზე), "ექიმი აშირბაჯიანი" (1906), "შეშლილნი" (1907), "საბედისწერო დამბაჩა" (1908), "დედინაცვალი" (1914), "სალომეს ოჯახი", "ჭკუამხიარული" (ორივე 1915), "სტუმარმასპინძლობა" (1919); გამომცემლობა "სორაპანმა" გამოსცა კრებული "დრამა და კომედია" (თბ., 1921); თბილისში 1921 წელს დააარსა საყრდენი ამბულატორია-პოლიკლინიკა წმ. ოლღას ქუჩაზე (ახლანდ. მე-9 საქალაქო პოლიკლინიკა, ლეო ქიაჩელის 18) და გარდაცვალებამდე იყო მისი ზედამხედველი; მას ეკუთრვნის პიესები: "სიხარულის საზღვართან" (1923), "გაჭირვების ტალკვესი" (1925), "მონადირე ქალები" (1927), "თავადი ქვეყნის თავი" (1928). მისი პიესების რეჟისორები იყვნენ: ა. წუწუნავა, ვ. გუნია, შ. დადიანი და სხვა; პიესები პოპულარობით სარგებლობდა აგრეთვე სომხეთსა და აზერბაიჯანში. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.748; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.136 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |