The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტრიფონ რამიშვილი

ტრიფონ რამიშვილი
Date of birth:1875
Date of death:1929  (at 54 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Playwright, Writer

Biography

დაამთავრა თბილისის საფერშლო სასწავლებელი 1893 წელს.

მუშაობდა ფერშლად საქართველოს სხვადასხვა დაბასა და სოფელში. 1899 წელს გადმოვიდა თბილისში; მუშაობდა დიდუბის სამკურნალოში (გორის ქუჩაზე), შემდეგ - სულით ავადმყოფთა თავშესაფარში (კოჯრის ქუჩაზე); ამავე დროს დაიწყო ლიტერატურულ მოღვაწეობაც - მისი მოთხრობები ("ოტოლა", "მიტრო ჭედიაშვილი", "ერთგული დედა", "ვიკენტიჩი" და სხვა.) იბეჭდებოდა გაზეთ "ივერიასა" და ჟურნალ "კვალში"; ერთდროულად თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიაში", აქ გამოაქვეყნა თავისი პირველი პიესები: "მეზობლები" (1904, ვალერიან გუნიას ინიციატივით 1905 წელს დაიდგა სახაზინო და არტისტული თეატრების, აგრეთვე რკინიგზელთა სახ. თეატრის სცენაზე), "ექიმი აშირბაჯიანი" (1906), "შეშლილნი" (1907), "საბედისწერო დამბაჩა" (1908), "დედინაცვალი" (1914), "სალომეს ოჯახი", "ჭკუამხიარული" (ორივე 1915), "სტუმარმასპინძლობა" (1919); გამომცემლობა "სორაპანმა" გამოსცა კრებული "დრამა და კომედია" (თბ., 1921); თბილისში 1921 წელს დააარსა საყრდენი ამბულატორია-პოლიკლინიკა წმ. ოლღას ქუჩაზე (ახლანდ. მე-9 საქალაქო პოლიკლინიკა, ლეო ქიაჩელის 18) და გარდაცვალებამდე იყო მისი ზედამხედველი; მას ეკუთრვნის პიესები: "სიხარულის საზღვართან" (1923), "გაჭირვების ტალკვესი" (1925), "მონადირე ქალები" (1927), "თავადი ქვეყნის თავი" (1928). მისი პიესების რეჟისორები იყვნენ: ა. წუწუნავა, ვ. გუნია, შ. დადიანი და სხვა; პიესები პოპულარობით სარგებლობდა აგრეთვე სომხეთსა და აზერბაიჯანში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.748; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.136

Bibliography

  • პიესები (Author). - ტფილისი, სახელგამი, 1927. - 227გვ.
  • ცხოვრების ნაწყვეტი : დრამა ერთ მოქმედებად (Author). - თფილისი, სტ. "ნადეჟდა", 1912. - 32გვ.
  • ექიმი აშირბაჯიანი : პიესა სამ მოქმედებათ (Author). - ხაშური, ი. ყაჭიეშვილის გამოცემა და სტ., 1912. - 82გვ.
  • შეშლილნი : პიესა ორ მოქმედებად (Author). - ტფილისი, 1911. - 64გვ.
  • საბედისწერო დამბაჩა : დრამა სამ მოქმედებად (Author). - თბილისი, გამოცემა "თეატრი და ცხოვრებ"-ისა N5 , 1910. - 62გვ.
  • მეზობლები : სურათები თანამედროვე ცხოვრებიდან. ოთხ მოქმედებად (Author). - თფილისი, გამოცემული ოლგა არდაზიანის მიერ, 1906. - 123გვ.

Share: