შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საშა რეხვიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის (მოსკოვი) საოპერატორო ფაკულტეტი 1962 წელს, 1971 წელს ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1971 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; ასწავლიდა რეჟისურას თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ნუცა" (1971), "XIX საუკუნის ქართული ქრონიკა" (1978), "გზა შინისაკენ" (1981), "საფეხური" (1986), "მიახლოება" (1989), "უკანასკნელნი" (დოკუმენტური, 2006), "იგორ სანოვიჩი, ესკიზი პორტრეტისთვის" (დოკუმენტური, 2008), "რამაზ ჩხიკვაძე" (დოკუმენტური, 2013); სცენარის ავტორია ფილმების: "ნუცა" (1971), "XIX საუკუნის ქართული ქრონიკა" (1978), "გზა შინისაკენ" (1981), "საფეხური" (1986), "მიახლოება" (1989), "უკანასკნელნი" (დოკუმენტური, 2006), "იგორ სანოვიჩი, ესკიზი პორტრეტისთვის"(დოკუმენტური, 2008), "რამაზ ჩხიკვაძე" (დოკუმენტური, 2013); პროდიუსერია ფილმის: "რამაზ ჩხიკვაძე"(დოკუმენტური, 2013); დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "ალავერდობა" (1962), "მიქელა" (1965), "ფიროსმანი"(1969), "ძაღლი" (1974), "რამაზ ჩხიკვაძე" (დოკუმენტური, 2013); გადაღებულია ფილმში: "ფიროსმანი" (1969). მიღებული აქვს მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი ფილმისთვის "მიახლოება" (1990), მანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი (1979), კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის "ფიპრესის" პრიზი (1979), გერმანიის კათოლიკური ეკლესიის პრიზი (1979) ფილმისთვის "მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა". კინორეჟისორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.750; publika.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.89 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |