The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოვანე ფუკარალისძე

დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:11??
კატეგორია:კალიგრაფი

ბიოგრაფია

იოვანე ფუკარალისძე არის ე. წ. ტბეთის მეორე ოთხთავისა და წყართოსთავის სახარების ერთ-ერთი გადამწერი. მოღვაწეობდა სამხრეთ საქართველოში. ოთხთავი გადაწერილია სავარაუდოდ 1161 წელს, გიორგი III -ის  მეფობის პერიოდში, ტბეთის ეპისკოპოსის პავლე მტბევარის დაკვეთით. იოვანე ფუკარალისძეს წიგნის ბოლო ნაწილი, 279-318 ფურცლები, გადაუწერია, რომლებიც ზანდუკს (სარჩევს) შეიცავს. წყაროსთავის სახარება (25,1x17,9 სმ) გადაწერილია 1195 წელს იოანე საფარელ-მტბევარის ბრძანებით. გადაწერაში გიორგი სათაისძეც მონაწილეობდა. წიგნში ჩართული მახარებელთა გამოსახულებები სხვას შეუსრულებია. სახარება ბექა ოპიზარის მიერ მოჭედილ ვერცხლის ყდაშია ჩასმული. ორივე კალიგრაფის ხელი ძალიან ჰგავს ტბეთის ოთხთავის იოვანესეულ ნაწილს და მათი გარჩევა ერთმანეთისაგან ძნელია. სახარების ტექსტი კლასიკური ნუსხურით ორ სვეტადაა გადაწერილი, ზომიერად დახრილი ხელით. ასოები მკაფიოა, ნაწერი-მშვიდი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 195


გააზიარე: