შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე სარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1932 წელს. 1937 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგთმცოდნეობის კათედრის დოცენტი იყო, ხოლო 1938-1975წწ. აგროქიმიის კათედრის გამგე, 1949-1956წწ. აგრონომიის ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1956-1974წწ. ამავე ინსტიტუტის რექტორი, 1974 წლიდან სსრკ აგროქიმიის მომსახურების ცენტრალური ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალის დირექტორი. საქართველოში პირველმა შეადგინა აგროქიმიის კარტოგრამა: გამოიკვლია წითელმიწა ნიადაგების თეორიული და პრაქტიკული საკითხები, შეისწავლა საქართველოში ტენიანი სუბტროპიკული ზონის ნიადაგების ბუნება, ნიადაგის მიკროელემენტებით განოყიერება და სხვა. აგროქიმიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1948). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.107 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |