შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა კიკალეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1981 წელს. მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში და მოსკოვში, საქართველოს საელჩოში; 1984 წლამდე მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 1984 წლიდან მონაწილეობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინოფილმებში; 1994 წელს შედგა მისი, როგორც რეჟისორის დებიუტი; უკანასკნელ წლებში მუშაობდა რუსეთში საქართველოს საელჩოს ატაშედ, კულტურის განხრით. აპირებდა საკუთარი სატელევიზიო შოუს - "მამუკასთან", შექმნას, გადაღებული იქნა რამდენიმე გადაცემა. დამდგმელი რეჟისორია ფილმის: "ზნედაცემული ანგელოზი" (1992); გადაღებულია ფილმებში: "არაჩვეულებრივი რეისი" (1982), "ბატონი ავანტიურისტები" (ფრენკ ჯექსონი, 1985), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (სანჩო პანსა, 1989), «Аферисты» (Ru, 1990), «Гулять, так гулять, стрелять, так стрелять» (Ru, 1990), «Паспорт» (Ru, 1990), "უძინართა მზე" (1992), "ზნედაცემული ანგელოზი" (1992), "Coffee with Lemon" (Isr., 1994), «Карнавальная ночь-2» (Ru, 1996), «Принцесса на бобах» (Ru, 1997), «Старые клячи» (Ru, 1999), «Вместо меня» (Ru, 2000) და სხვ. წყარო: ქართული კინო: georgian-cinema.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 23-24 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |