შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ქევხიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი. დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი 1958 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს (გუნდის დირიჟორი). 1961–1976წწ. იყო ანსამბლ "გორდელას" ერთ–ერთი დამაარსებელი და წევრი; წლების მანძილზე ლოტბარი და ხელმძღვანელი: 1966–1970წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი, ანსამბლი "ოროველა", 1980–1985წწ. ანსამბლი "იმედი", 1986 წლიდან თბილისის პიონერთა სასახლის საგუნდო ანსამბლი, ამავე წელს ბიჭუნათა ანსამბლი "დარიალი", ვოკალური ანსამბლი "ჟურნალისტი"; იყო ანსამბლ "რუსთავის" სოლისტი; 1981–1990წწ. საქართველოს ტელერადიო გადაცემების "ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები" ავტორი და წამყვანი; ქართული რეპერტუარი: ქართული ხალხური სიმღერები, საგალობლები, ო. თაქთაქიშვილი ორატორია "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1970, პირველი შესრულება ანსამბლ "გორდელასთან" ერთად), ნ. სვანიძე ორატორია "ფიროსმანი"(1972, პირველი შესრულება ანსამბლ "გორდელასთან" ერთად); გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა; 2013 წლის 11 ივნისს ფონდმა "ქართული გალობა" თემურ ქევხიშვილი "საუკუნის ხმად" აღიარა. ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 487 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |