The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიზბარ მაისურაძე

ელიზბარ მაისურაძე
დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1920  (103 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სასირეთი, კასპის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1949 წელს.

პირველი მოთხრობა "ორი მეგობარი" 1948-1949 წ. გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "მოთხრობები"  -1951 წელს. ავტორია მოთხრობებისა და ნარკვევების კრებულებისა: "გარდატნელი მაყრები"(1955), "ქართლის საღამოები"(1957), "სევასტოპოლის დღეები"(1963), "ჭადრებად ქცეული ვაჟკაცები"(1971), "ქარბორბალა"(1975), "ქერჩი 1943"(1976), და სხვ., რომანებისა: "დაკარგული ოცნებები"(1972), "ოთხი წელი ჭექა-ქუხილში"(1977). მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ოსურ, ჩეხურ ენებზე. 1941-1945წწ. ომის მონაწილე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.367 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1962-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • გარდატნელი მაყრები : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1955. - 332გვ.
  • მოთხრობები : ახალგაზრდა მწერლების კრებული. (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი-ს გამ-ბა და სტ., , 1951. - 504გვ.

გააზიარე: