შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეონიდე მამალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქალაქი შემახა, აზერბაიჯანი. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1936 წელს. 1936-1940წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ინდუსტრიულ ინსტიტუტში; მხატვრად მუშაობდა კინოსტუდიებში: "ქართული ფილმი"(1941-1946) და "მოსფილმი"(1946-1951). 1951-1954წწ. იყო საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის საქართველოს სსრ პავილიონის მთავარი მხატვარი, 1954 წლიდან ისევ "ქართული ფილმის" მხატვარი, 1967-1971წწ. ამავე სტუდიის მთავარი მხატვარი. პარალელურად, 1958 წლიდან, საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მთავარი მხატვარ-არქიტექტორი. ნამუშევრები: მონუმენტები "გონების აღმაფრენა"(1960-1961), "შემოქმედება" (1971, ორივე გამოფენის ტერიტორიაზე), საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის პავილიონი ქ. მოსკოვში(პროექტი, 1960, გ. ლეჟავასთან ერთად). გააფორმა კინოფილმები: "გიორგი სააკაძე"( 1-2 სერია, 1943, რ. მირზაშვილთან და მ. გოცირიძესთან ერთად), "დავით გურამიშვილი" (1946, ქ. ლებანიძესთან და ა. უტკინთან ერთად), "ფიცი"(1946), "სტალინგრადის ბრძოლა" (1-2 სერია, 1949), "ოთარაანთ ქვრივი"(1958), "აბეზარა" (1956), "ორი ოკეანის საიდუმლოება" (1956), "მე ვიტყვი სიმართლეს" (1957), "შეხვედრა მთაში" (1966), "ტარიელ გოლუა" (1968) და სხვ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.393; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.486 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |