| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მამამთავრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1929 წელს. 1929-1932წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტი; 1932-1941წწ. ამავე ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ორდინატორი; 1937-1941წწ. თბილისის ცენტრალური ლაბორატორიის გამგე; 1942-1950წწ. მეორე მსოფლიო ომის დროს მუშაობდა ჯერ ამიერკავკასიის ფრონტის მთავარ ქირურგად, ამიერკავკასიის სამხრედრო ოლქის მთავარ ქირურგად; 1950-1953წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში; თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორი (1953); ამავე ინსტიტუტის მეორე ქირურგიული კათედრის გამგე და იმავდროულად 1954-1959 წლებში საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრი; ავტორია 340 მეცნიერული ნაშრომის, მათ შორის 21 მონოგრაფიისა. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ჯანდაცვის ორგანიზაციის, სისხლძარღვთა, სანაღვლე გზების, ნაწლავების, ჩიყვისა და მწვავე მუცლის ქირურგიული მკურნალობის, კუჭნაწლავისა და ძვლების სიმსივნეების, ანესთეზიოლოგიისა და ქირურგიული ენდოკრინოლოგიის საკითხებს; შესრულებული აქვს ორტომიანი სახელმძღვანელო "კერძო ქირურგია" (თანაავტორებთან ერთად). ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1944). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.394; კომპანია "ავერსი": aversi.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.486-487; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.318-319 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

