შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ მამაცაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რუისი, ახლანდელი ქარელის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1827). მუშაობდა გორის ოლქის უფროსის კანცელარიაში, შემდეგ თბილისში, უზენაესი მმართველობის კანცელარიაში, 1829 წლიდან - თარჯიმნად. 1832 წლის შეთქმულების მონაწილე. 1832-1836 წწ. ჯერ პატიმრობაში, შემდეგ გადასახლებაში იყო ქ. ვიატკაში, სადაც გაეცნო გერცენს. 1836 წლიდან გორში ცხოვრობდა. საგლეხო რეფორმის გატარების პერიოდში ყმა გლეხების ინტერესებს იცავდა, რისთვისაც მეორედ გადაასახლეს საქართველოდან. 60-იან წლების დასაწყისში წერილებს, ლექსებსა და თარგმანებს აქვეყნებდა ჟურნალ "ცისკარში" და "გუთნისდედაში". გორში მის ოჯახში იკრიბებოდნენ ცნობილი მწერლები და მოღვაწეები: ი. გოგებაშვილი, დ. ბაქრაძე, ა. ფურცელაძე, კ. მამაცაშვილი, ვ. თულაშვილი და სხვა. აქ დაიბადა პირველად "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსების აზრი. იგი მონაწილეობდა გორის დრამატული წრის მუშაობაში. მსახიობ თამარ ციციშვილის დიდი პაპა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.395; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.489
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |