The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ სისოიანი

გრიგოლ სისოიანი
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1895
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 1976  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1931 წელს.

1932 წლიდან - ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტის კათედრის გამგე; შემდგომ კი გარდაცვალებამდე - ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი ელექტროტექნიკური კათედრის პროფესორი. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ფეროშენადნობთა და კარბიდის მისაღები ელექტრული ღუმელების მუშაობის გამოკვლევას, მძლავრ მადანთერმულ ღუმელებში მიმდინარე ელექტრული მოვლენების შესწავლას, ჩაის დუყის ფიზიკური თვისებების გაზომვის ელექტრული და ფოტოელექტრული მეთოდების დამუშავებას. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.389; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.305-306

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: