შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამია III გურიელი![]()
ბიოგრაფიაგურიის მთავარი 1689-1711 წლებში, გიორგი III გურიელის ძე. დოკუმენტებში იხსენიება როგორც "დიდი" ან "დიდი შავი გურიელი". ოსმალეთთან მოქნილი დიპლომატიური პოლიტიკის მეშვეობით აფართოებდა სამთავროს ტერიტორიას. იმერეთის მეფისგან იყიდა საჭილაო - სამიქელაძეოს ტერიტორია. 1701- 1702 წლებში იმერეთისა და ოდიშის მსხვილ ფეოდალთა მხარდაჭერით მეფობდა იმერეთში. მამია III გურიელი იძულებული გახდა დამორჩილებოდა 1703 წელს დასავლეთ საქართველოში შემოჭრილ ოსმალთა ლაშქარს, რის შედეგად გურიის სამთავრომ ბათუმის მხარე დაკარგა. 1711 წელს კვლავ გამეფდა იმერეთში და იმავე წელს გარდაიცვალა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.396; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.492
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |