შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან საყვარელიძე![]()
ბიოგრაფიადაიბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს. 1947-1949წწ. იყო საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ფლოტის სამმართველოს მთავარი ექიმი; 1949-1954წწ. უფროსი სახელმწიფო სანიტარული ინსპექტორი; 1954-1959წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამმართველოს უფროსი; ვაქცინაციისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეპიდგანყოფილების გამგე; 1959 წლიდან სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის უფროსის მოადგილე; 1962-1971წწ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი; 1971-1973წწ. სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1972-1976წწ. ალჟირის რესპუბლიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის მრჩეველი; 1977-1988წწ. შავი ჭირის საქართველოს სადგურის დირექტორი (ახლანდელი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც 1972 წლიდან მისი სახელობისაა); 1977-1991წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიის კათედრის გამგე; მრავალი სამეცნიერო შრომისა და ორი მონოგრაფიის ავტორია; ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.820 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |