შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოსკარ შმერლინგი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1884 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, 1891-1892წწ. მიუნხენში. 1893 წელს თბილისში დაბრუნდა. 1902-1918წწ. იყო ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი; 1921 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იგი ქართული კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1901 წლიდან მისი კარიკატურები იბეჭდებოდა "ცნობის ფურცლის" სურათებიან დამატებაში; თანამშრომლოდა ჟურნალებში: "ეშმაკის მათრახი", "ტარტაროზი", "შურდული", "ბზიკი", "ეშმაკის მხარე", "სოფლის ალიაქოთი" და იმ დროს თბილისში გამომავალ სხვა იუმორისტულ ჟურნალ-გაზეთებში; ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარების საქმეში; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნახატები საბავშვო წიგნებისთვის (იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა"; "თავდადებულნი ქართველნი", 1895; "იავნანავ რა ჰქმნა", 1904; ზღაპრები, ქართველ ქალთა წრის გამოცემა, 1905 და სხვ.). 1930-იან წლებში შეასრულა ძველი თბილისის ყოფისა და ტიპების ამსახველი მრავალრიცხოვანი აკვარელი ("მეზურნეები", "ორი ქალაქელი", "კერძო კუთვნილება" და სხვა). ის ქართულ ჟურნალისტიკას 40 წელი ემსახურა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 13, თბ., 1987; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |