შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ სიგუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ლენტეხი, ლენტეხის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მეტალურგის სპეციალობით 1957 წელს და ასპირანტურა 1962 წელს. 1957-1958წწ. შავი მეტალურგიის სამიონისტროს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მეაირე; 1958-1959წწ. შავი მეტალურგიის სამინისტროს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის უფროსი მეაირე; 1962-1963წწ. საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, ინჟინერ-მეტალურგი; 1963-1965წწ. საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის მეტალურგიული ინსტიტუტის უფროსი ინჟინერი; 1965-1967წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსიტუტის უმცროსი მეცნიერი; 1967-1973წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1973-1980წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის პირომეტალურგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1980-1989წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1989-1990წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თვმჯდომარე; საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი (1992); 1992 წ. საქართველოს პარლამენტის მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №4.22 მარნეულის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1992 წლის 8 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის ავტორი, ტექნიკურ-მეცნიერებათა დოქტორი (1988). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.827-828; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 311; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |