შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ გულჯავარასაშვილი![]()
ბიოგრაფია1678-1688წწ. წლებში მისი ხელმძღვანელობით მოუხატავთ მცხეთის სვეტიცხოვლის შიგნითა "სვეტის" კედლები, რაზედაც მიუთითებს თვით "სვეტზე" მინაწერი. განსაკუთრებით საყურადღებოა წმ. ნინოს ცხოვრებისა და ქართლის მოქცევის ციკლი, რომელიც შინაარსობრივად დაკავშირებულია ძველ ქართულ გადმოცემასთან და მატიანეთა მონათხრობთან. არის აგრეთვე საღვთო წერილის ცნობილი სიუჟეტებიც. მხატვრობის სხვადასხვა მანერა და ხარისხი გვაფიქრებინებს, რომ "სვეტის" მოხატვაში გულჯავარასაშვილს თანაშემწეები ეხმარებოდნენ. ძეგლი თავისი ხასიათით გვიანდელი ფეოდალური ხანის ტიპიური ნაწარმოებია: იგი მოკლებულია მონუმენტურობას, შესრულების ტექნიკა "მინიატიურულია", ადამიანთა ფიგურები - წვრილი და წაგრძელებული, ხუროთმოძღვრული ფონი კი დაქუცმაცებული. გულჯავარასაშვილი თავისი დროის გამოცდილი და დახელოვნებული ოსტატი იყო. XVII საუკუნის II ნახევრის ქართველი მხატვარი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 306, თბ., 1978
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |