The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე სოკოლოვი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

თბილისის საქალაქო არქიტექტორი 1858-1864წწ., შემდეგ გადავიდა სტავროპოლში. იმ ხანების თბილისის ხუროთმოძღვრებაში უკვე ეკლექტიზმი იყო შემოჭრილი, რომლის გავლენითაც აკეთებდა "გოტიკურ" და "ამპირულ" ფასადებს, მაგრამ მისივე არქიტექტურული მონაწილეობით შემუშავდა თბილისური იერის მქონე სახლის ახალი ტიპიც, რომელიც ფართოდ გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასადები ეკლექტიკური ხასიათისა იყო, მათ მაინც შენარჩუნებული ჰქონდათ ადგილობრივი სპეციფიკის ელემენტები (კერძოდ ხის აივნები). აშენებდა ძირითადად საცხოვრებელ სახლებს, რომელთაგან დღეისათვის, თუმცა გადაკეთებული სახით, მაგრამ მაინც შემონახულია რამდენიმე: ა. ფურცელაძის N6 (1858), კოჯრის N5 (1860), გერცენის N8 (1860), რ. თაბუკაშვილის N35 (1861), მტკვრის N3 (1861), პ. ინგოროყვას N12 (1862) და სხვა. მან რამდენიმე ქარვასლაც ააშენა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.835-836


გააზიარე: