შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ მახარობლიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1959 წელს. 1967-1974წწ. იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის კათედრის გამგე; 1974-1976წწ. - სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიების ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) მანქანების ექსპლუატაციის კათედრის გამგე; 1976 წლიდან მუშაობს კ. ამირაჯიბის სახელობის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1976-1982წწ. იყო განყოფილების გამგე); 1999-2006წწ. ინსტიტუტის დირექტორი. დაწერილი აქვს სამეცნიერო შრომები (71 გამოგონება), ძირითადად ეხება სასოფლო-სამეურნეო მანქანების დინამიკას, პარამეტრების ოპტიმიზაციასა და საიმედოობის ამაღლებას. გამოქვეყნებული აქვს 400 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1982). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.838; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.67; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებგვერდი: gaas.dsl.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.50; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 622 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |