შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იროდიონ სურგულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხვანჭკარა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა იურიევის (ახლანდელი ტარტუს) უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1918 წელს. სტუდენტობის დროს დაწერილი ნაშრომისათვის "სამართლის ფილოსოფიური წანამძღვრები" მიიღო პრემია - ოქროს მედალი. 1923 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო სამართალში და ადმინისტრაციული სამართლის დარგში. 1927 წლიდან დაიცვა დისერტაცია იურდიული მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად ("ხელისუფლება და სამართალი"). ეს იყო სამართლის დარგში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული პირველი დისერტაცია. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ისტორიის და სამოქალაქო სამართლის გაერთიანებული კათედრის გამგე (1927-1930), 1930-1933წწ. საბჭოთა აღმშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1933-1937წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტის დეკანი, შემდეგ სამართლის ისტორიის კათედრის გამგე. სახელმწიფოსა და სამართლის თეორიისა და სამართლის ისტორიის სპეციალისტი, იურდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1930). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.610 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |