The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით დუმბაძე

დავით დუმბაძე
დაბადების თარიღი:1843
გარდაცვ. თარიღი:1918  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დავით დუმბაძის ოჯახი არა მარტო გურიაში, მთელ საქართველოში განთქმული იყო საგალობლების შესრულებით; მთავარი ის გახლავთ, რომ ისინი ერთნაირად ფლობდნენ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საგალობლებს(ცნობილია, თუ რაოდენ განსხვავდებოდა ეს საგალობლები ერთიმეორისგან თავისებური აღნაგობითა და კონტრაპუნქტით); მათ ოჯახში, ხშირად იმართებოდა კონცერტები, ეზო ხალხით გაივსებოდა; სრულდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს საგალობლები; ამ მხრივ ეს ოჯახი მთელ გურიაში სანიმუშოდ ითვლებოდა; დავით დუმბაძე მამის საქმის გამგრძელებელი, განთქმული მგალობელი იყო; თუ ვინმე ანტონს ახსენებდა, დავითსაც იქვე გაიხსენებდა; ანტონი თავის უფროს ვაჟს სულ პატარაობიდანვე აყალიბებდა; შვილმა სათანადოდ მოიხმარა მამის ამაგი და მისებრ, თავისი ცოდნა მრავალრიცხოვან მოწაფეებს გადასცა; მამის გარდაცვალების შემდეგ სულ რაღაც ათი წელი იცოცხლა, მაგრამ ეს დროც მეტად ნაყოფიერად გამოიყენა; ბევრი ახალგაზრდა აზიარა ხალხურ სასიმღერო კულტურას; ტკბილი მოსასმენი იყო დუმბაძეების ოჯახში "შენ ხარ ვენახი", "შენ გიგალობ", დასავლეთ საქართველოს რვავე ხმის სხვადასხვა საგალობლები და ხალხური სიმღერები.

 


გააზიარე: