The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ შუხაევი

ვასილ შუხაევი
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1887
გარდაცვ. თარიღი:14 აპრილი, 1973  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

1897–1907წწ. სწავლობდა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო–საწარმოო სასწავლებელში(ფერწერა), 1906–1912წწ. პეტერბურგის სამხატვრო აკადემიასთან არსებულ უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში.

იყო მეიერჰოლდის თეატრის მსახიობი; 1918 წლიდან პეტროგრადის სამხატვრო აკადემიის პროფესორი; 1920–1935წწ. იყო ემიგრაციაში(იტალია, ფინეთი); 1935 წელს დაბრუნდა სამშობლოში; 1935–1937წწ. იყო დაპატიმრებული ქ. მაგადანში; 1947 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა საქართველოში, თბილისში; თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, პროფესორი; მიჩნეულია ა. პუშკინის შემოქმედების საუკეთესო ილუსტრატორად; მუსიკალური სპექტაკლი: ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"(1948, პრემიერა); პორტრეტები: ა. პავლოვა, გ. ნეიჰაუზი, ს. რიხტერი, ა. ბალანჩივაძე, ა. მაჭავარიანი(ყველა ფერწერა. დაცულია საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმში); საქართველოში მოღვაწე რუსი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 524



გააზიარე: