The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



პეტრე ჩაიკოვსკი

პეტრე ჩაიკოვსკი
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1840
გარდაცვ. თარიღი:25 ოქტომბერი, 1893  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვოტკინსკი, უდმურტეთი.

1861-1865წწ. სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში(1862 წლამდე რუსეთის მუსიკალური საზოგადოების პეტერბურგის განყოფილების სამუსიკო კლასები).

1859-1863წწ. მსახურობდა იუსტიციის სამინისტროში; მეცადინეობდა ანტონ რუბინშტეინთან(კომპოზიცია); 1866–1878წწ. იყო მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი(მის მოწაფეთა შორის იყო ს. ტანეევი); 1877 წელს საზღვარგარეთ გაემგზავრა; აქ დაასრულა მე-4 სიმფონია(1876–1877) და ოპერა "ევგენი ონეგინი"(1877–1878); 1885 წლამდე მეტწილად ცხოვრობდა საზღვარგარეთ(შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი); 1885 წლიდან ჩაიკოვსკი დამკვიდრდა მოსკოვთან ახლოს(1892 წლიდან კლინში) და გაანახლა მუსიკალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ამ წლებში მისმა შემოქმედებამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა; 1886–1890წწ. პეტრე ჩაიკოვსკი ხუთჯერ იყო საქართველოში; მისი საუკეთესო ოპერები მის სიცოცხლეშივე დაიდგა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე; თბილისში გაიმართა მისი ნაწარმოებების კონცერტი(1886, დირიჟორი მ. მ. იპოლიტოვ–ივანოვი); საქართველოში ყოფნისას თბილისსა და ბორჯომში დაწერა საორკესტრო სიუიტა "მოცარტიანა", "სექსტეტი", "მოგონებები ფლორენციაზე", აქ მუშაობდა ბალეტ "მძინარე მზეთუნახავზე"; მოისმინა და ჩაიწერა ქართული ხალხური სიმღერები, მათ შორის "იავნანა", რომელიც შემდგომ გამოიყენა ბალეტში "მაკნატუნა"(1892); მისი ოპერების პირველი დადგმა საქართველოში: "ევგენი ონეგინი"(1882), "მაზეპა"(1885), "ორლეანელი ქალწული"(1886), "ჯადოქარი"(1887), "ქოშები"(1887), "პიკის ქალი"(1893), "ოპრიჩნიკები"(1898), "იოლანტა"(1899); ბალეტების პირველი დადგმა საქართველოში: "მაკნატუნა"(1900), "გედების ტბა"(1907), "მძინარე მზეთუნახავი"(1912); მის სიმფონიურ–ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს, მტკიცე ადგილი უკავია ქართველ შემსრულებელთა რეპერტუარში; რუსი კლასიკოსი, მუსიკის კრიტიკოსი, მუსიკალურ–საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 526; http://ka.wikipedia.org/wiki/პეტრე_ჩაიკოვსკი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • კემბრიჯის უნივერსიტეტის მუსიკის დოქტორის საპატიო წოდება

გააზიარე: