The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კორნელი ტატიშჩევი

დაბადების თარიღი:1868  (157 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

ქალაქში გამოჩნდა 1880-იან წლებში; მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე; იყო თბილისის სახაზინო თეატრის არქიტექტორი; 900-იანი წწ. დასაწყისში - არქიტექტურისა და ხატვის მასწავლებელი თბილისის სამხატვრო სასწავლებელში; გარდა მრავალი კერძო საცხოვრებელი სახლისა, მას ეკუთვნის სხვადასხვა საზოგადო და სახაზინო შენობის პროექტებიც; 1894 წელს შეადგინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმის პროექტი, ქართული ისტორიული არქიტექტურის დეკორატიული ელემენტების გამოყენებით ახ. მშენებლობაში (პროექტი უძღვნა ნ. ცხვედაძეს და შესწირა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; არ განხორციელებულა), ა. შიმკევიჩთან ერთად დააპროექტა და ააგო "საარტისტო საზოგადოების" - ახლანდელი რუსთაველის თეატრის შენობა (1901); 1910 წელს შეადგინა კავკასიის მუზეუმის შენობის "ულტრა ისლამური სტილის" პროექტი (შემდეგ მშენებლობა განხორციელდა სხვა პროექტით); იგი ამპირული არქიტექტურის მოტივებთან ერთად ფასადებისათვის ბაროკოსა და როკოკოს მოტივებსაც იყენებდა; ნამუშევრები: თავისი საკუთარი სახლი (1897; ლ. ასათიანის 18), სახლი შოთა რუსთაველის პროსპექტისა და ა. ჭავჭავაძის ქუჩის კუთხეში (1898), ბაგრატიონ-მუხრანბატონის სახლი (1899; ლ. გუდიაშვილის 9); XIX საუკუნის თბილისის თვალსაჩინო არქიტექტორი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.853


გააზიარე: