შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოე ზომლეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზომლეთი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ხონის სამასწავლებლო სემინარია 1900 წელს. მუშაობდა მასწავლებლად. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1899 წელს. 1901 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ "კვალთან". 1905–1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. მისი ლექსები მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩეოდა ("ალექსანდრე წულუკიძის ხსოვნას", 1906; "პოეტი", 1913; "მშვიდობა ქოხებს", 1921 და სხვ.). ლექსების პირველი კრებული 1924 წელს გამოაქვეყნა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო ლიტერატურული ჯგუფის–"პროლეტარული მწერლობის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ნოე ზომლეთელის შემოქმედების უმთავრესი თემაა რევოლუციური ბრძოლა (რომანი "უგულო ღამეები", ადრინდელი სახელწოდებით "იფქლი", 1927; პოემები: "კამო", 1929; "ახალი ნასაკირალი", 1933 და ლექსები: "ფეიქრები", 1923; "საბჭოთა ავტო", 1932; "ორთქლმავალი", 1933; "თბილის-ზაჰესს", 1935 და სხვ.). წერდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ლექსებს, ფელეტონებს, საბავშვო ლექსებსა და მოთხრობებს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.378 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |