The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისაბედ გიორგაძე

ელისაბედ გიორგაძე
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

მუშაობდა სხვადასხვა კლინიკებში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბიოეთიკის და მედიცინის ისტორიის კათედრაზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიის მოწვეულ პედაგოგად ბიოეთიკის კურსის განხორციელებისთვის. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ტრანსპლანტაციის, ევთანაზიის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე: "საექიმო ეთიკისა და დეონტოლოგიის საკითხები ქართულ სამედიცინო პერიოდიკაში თეორიული და კლინიკური მედიცინის ნარკვევები"(საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის შრომათა კრებული, 2002, თბილისი), "ტრანსპლანტაციის საწყისი ეტაპი საქართველოში"(ჟურნალი "საქართველოს სამედიცინო მოამბე", N2, 2002, თბილისი , "სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა დამოკიდებულება ორგანოთა გადანერგვის მიმართ საქართველოში"(ჟურნალი "საქართველოს სამედიცინო მოამბე", N4-5-6, 2004, თბილისი , "Отношение генетических родственников  потенциалных реципиентов к пересадке органов "(ჟურნალი  "Georgian Medical News" N2(107), 2004, თბილისი), "საქართველოში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხების ზოგიერთი ასპექტი გლობალური ბიოეთიკის კონტექსტით"(საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე N3-4, 2012, თბილისი). მონაწილეობდა ბიოეთიკის სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე: მათ შორის იუნესკოს ბიოეთიკის ექსპერტთა სხდომაზე სტამბულში, აშშ-ში იელის უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრის პროგრამაში. არის სხვადასხვა საერთაშორისო არქიტექტურულ გამოფენებში  საქართველოს პავილიონის კურატორი და თანაორგანიზატორი, მათ შორის ვენეციის ბიენალეზე და არქიტექტურის მსოფლიო ფესტივალზე. 2005 წელს დაიცვა სამეცნიერო ნაშრომი ტრანსპლანტაციის პრობლემებზე საქართველოში. 2020 წელს დაჯილდოვდა საქართველოში სოციალური სამართლიანობის სოლიდარობის და თანასწორობის დამკვიდრებასა და განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საპატრიარქოს ქალთა ფონდი, წევრი (2000-)
  • საქართველოს ტრანსპლატაციის ასოციაცია, წევრი (2005-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ქ. ყვარლის საპატიო მოქალაქე
    ქ. ყვარელში სათნოების სახლის დაარსებისა და პატრონაჟისთვის

გააზიარე: