შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგო ტარსაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბერშუეთი, გორის მაზრა. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1879 წელს. მუშაობდა რაჭაში, შემდეგ დაბრუნდა ხარკოვში, სადაც 6 წელიწადი იმუშავა ლ. გირშმანის ოფთალმოლოგიურ კლინიკაში. 1888 წლიდან, უკვე დახელოვნებულმა ოფთალმოლოგმა მუშაობა დაიწყო თბილისში, "1864 წლის 4 აპრილის სახელობის სამკურნალოში". 1892 წელს მისი თაოსნობით თბილისში გაიხსნა თვალის სნეულებათა უფასო საავადმყოფო, რომლის დირექტორი თვითონ იყო გარდაცვალებამდე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოს მაზრებსა და რაიონებში ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდნენ ეგრეთ წოდებული "თვალის მფრინავი რაზმები". მის სახელს ატარებდა თვალის დაავადებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო. პირველი ქართველი ექიმი - ოფთალმოლოგი. გამორჩეულია მისი წვლილი ქართული ოფთალმოლოგიური სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.661 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |