შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაქსიმე II (დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი)![]()
ბიოგრაფიადასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1776-1795 წლებში, ქუთათელი - ქუთაისის ღვთისმშობლის ტაძრის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით 1759-1781 წწ., 1770 წლამდე რეზიდენცია ჰქონდა მაღლაკში, სადაც ააგო მცირე ეკლესია და გადმოასვენა ღვთისმშობლის ხატი. ენერგიულად იბრძოდა ტყვეთა მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ, ზოგიერთს უკანვე გამოასყიდვინა ოსმალებისათვის მიყიდული ქართველები. 1777 წელს გურიისა და ოდიშის მთავრებს დააბრუნებინა მითვისებული საეკლესიო მამულები, აღადგინა საეპისკოპოსოები, აღკვეთა საკათალიკოსო მამულების გაცემა მეფის მოურავებსა და მოხელეებზე. 1781 წელს სოლომონ I- თან უთანხმოების გამო მაქსიმე II აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა, საიდანაც დაბრუნდა 1784 წელს, სოლომონ I -ის გარდაცვალების შემდეგ. 1768-1769 წწ. იგი სოლომონ I -ის ელჩი იყო რუსეთის სამეფო კარზე, 1784-1786 წლებში კი დავით II -ისა (ზურაბ წერეთელთან და დავით კვინიხიძესთან ერთად). პეტერბურგიდან უკან დაბრუნებული მაქსიმე ასტრახანში დარჩა საცხოვრებლად. დაახლოებით 1792 წელს კი კიევს გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა. დასაფლავებულია კიევ-პეჩერის ლავრაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.500; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.580
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |