The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ჩირინაშვილი

დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:26 თებერვალი, 1981  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(საკომპოზიციო).

იყო ჯ. ბაგრატიონის ჯაზ–ორკესტრის მუსიკალური ნაწილის გამგე; ხალხური შემოქმედების სახლისა და მასთან არსებული მუსიკალური სკოლის დირექტორის მოადგილე, შემდგომ, სიცოცხლის ბოლომდე, დირექტორი; წლების მანძილზე ხალხური ოლიმპიადების ჟიურის თავმჯდომარე; მიღებული აქვს მრავალი სიგელი და ჯილდო ქართულ ხალხურ შემოქმედებაში გაწეული ღვაწლისათვის; თხზულებები: მუსიკალური კომედია "ძველი თბილისის სურათები" 2 მოქმედებად(1975, ლიბრეტო მ. გოგიაშვილი, ა. ცაგარელის მიხედვით), საფორტეპიანო მინიატურები, საბავშვო მუსიკა, სიმღერები, მათ შრის: უაღრესად პოპულარული სიმღერა "ყვავილების ქვეყანა"(1945–1946, პირველი შესრულება, ჯ. ბაგრატიონის ჯაზ–ორკესტრი), "ჩემი ლამაზი ქვეყანა", "მეშახტეთა სიმღერა", ასევე, მუსიკა საქართველოს მრავალი დრამატული თეატრისათვის თბილისსა და რეგიონებში; კომპოზიტორ რ. ჩირინაშვილის მამა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 533

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: