The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თადეოზ სტეფანწმინდელი

Date of birth:5??
Date of death:5??
Category:Religious leader, Saint

Biography

თადეოზ სტეფანწმინდელი, თათა სტეფანწმინდელი, ერთერთი ასურელი მამა. ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. იქვე, ზედაზნის მთის ძირში, ააშენა მონასტერი. შემდეგ წლევის მთის მღვიმეში, ახლანდელი კასპის მახლობლად, დაუარსებია სტეფანწმინდის მონასტერი, სადაც დასაფლავებულია. მას მიეწერება აგრეთვე ურბნისში წმინდა სტეფანეს ეკლესიის აშენება. შერაცხილია წმინდანად. წმინდა თადეოზ სტეფანწმინდელი მოიხსენიება 7(20) მაისს ღირს იოანე ზედაზნელსა და მის ათორმეტ მოწაფეთა შორის.

ყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.420



Share: