Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ თადუმაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხუნჯულაური, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ზოგადტექნიკური ფაკულტეტი 1968 წელს. თბილისის საავიაციო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1959 წლიდან მუშაობდა თბილისის საავიაციო გაერთიანებაში სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო პირველი კატეგორიის ენერგოავიაკონსტრუქტორი, 2002–2006 წლებში გაერთიანების ეკონომიკის სახალხო უნივერსიტეტის რექტორი. გამოსაშვები პროდუქციის ხარისხისა და ტექნოლოგიური პროცესების კონტროლის მეთოდებისა და საშუალებების კვლევის, შექმნისა და დანერგვისათვის სპეციალისტების ჯგუფთან ერთად 1975 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. 2007 წლიდან იყო თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის უფროსი ინჟინერ-დეფექტოსკოპისტი. აქვს მრავალი გამოგონება. მათ შორის УГД- უნივერსალური დისტანციური მართვის დანადგარი და СТDM- სატელევიზიო სტერეოდეფექტოსკოპი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1997), ინჟინერელექტრიკოსი, გამომგონებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.420 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |