შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო ჩუბინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი. იყო გიმნაზიაში რუსული ენის მასწავლებელი; 1812–1825წწ. შეადგინა "ქართული ლექსიკონი რუსული თარგმანითურთ" და "რუსულ–ქართული ლექსიკონი" ორ ტომად; ამ ლექსიკონებში დიდი ადგილი უკავია მუსიკალურ ტერმინოლოგიას; 1845 წელს იმოგზაურა პალესტინაში, სადაც ჯვრის მონასტერში აღმოაჩინა გიორგი მერჩულეს განთქმული "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"; აღწერა იქ დაცული ძველი ქართული ხელნაწერები, გადმოიღო რუსთაველის პორტრეტი; თხზულებები: ქართული ლექსიკონი რუსული თარგმანითურთ ალ. ღლონტის რედაქტორობა და გამოკვლევა, თბილისი, 1961 წელი, რუსულ–ქართული ლექსიკონი ალ. ღლონტის რედაქტორობა და წინასიტყვაობა, ტომი 1–2, თბილისი, 1971–1973წწ.; ლექსიკოგრაფ დავით ჩუბინაშვილის ბიძა; ლექსიკოგრაფი, გრამატიკოსი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 538 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |