The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრო მახარაძე

ოფიციალური სახელი:ალექსანდრე მახარაძე
დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:25 ოქტომბერი, 1920  (24 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვა, ოზურგეთის რაიონი.

მონაწილეობდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციაში პეტროგრადში. 1918 წელს არალეგალურ მუშაობას ეწეოდა სამეგრელოში. ა. გეგეჭკორთან, შ. ასკურავასთან და სხვებთან ერთად მოამზადა და ხელმძღვანელობდა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ სენაკის მაზრის მშრომელთა აჯანყებას. 1919 წლის ოქტომბრის დასასრულს მოსკოვში გაიწვიეს, საიდანაც საბრძოლო დავალებით გაგზავნეს ბაქოში. იქ დააპატიმრეს, მალე პატიმრობიდან გაიქცა და საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ მენშევიკებმა დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, საიდანაც კვლავ გაიქცა სხვა პატიმრებთან ერთად (1920 წ. თებ.). 1920 წლის გაზაფხულიდან არალეგალურ მუშაობას ეწეოდა მენშევიკური არმიის ჯარისკაცთა შორის. სხვებთან ერთად ხელმძღვანელობდა 1920 წლის 2 მაისს ბოლშევიკების გამოსვლას თბილისში. რკპ(ბ) კავბიუროს დავალებით იგი მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიაში თეთრგვარდიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც დაიღუპა კიდეც ერთ-ერთი შეტაკების დროს. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოსა და კავკასიაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.516

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1916-)

გააზიარე: